"უნიკალური შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ იქმნება" - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი რუსული აგრესიის ფონზე საქართველოსთვის გაჩენილ პოლიტიკურ შესაძლებლობას. მესამე პრეზიდენტი საჯაროდ აცხადებს, რომ კრემლის რეჟიმის ჩამოშლას ქვეყანა მომზადებული უნდა დახვდეს და კონკრეტულ მომენტში გადადგას მჭიდრო დასავლური ინტეგრაციისკენ მიმართული რადიკალური ნაბიჯები.
ხელისუფლების შეცვლა, რიგგარეშე არჩევნები და ეროვნული მთავრობის არჩევა უნდა გახდეს მექანიზმები ამ მიზნამდე. თავის სასამართლო პროცესზე ქვეყნის მთავარმა პოლიტიკურმა პატიმარმა ამ გლობალური პოლიტიკური ძვრების ფონზე საქართველოს სეპარატისტული რეგიონებთან შეერთების შესაძლებლობებზეც ისაუბრა.