თუ უკრაინაში დავმარცხდებით, პუტინი საქართველოსა და მოლდოვას შემოუბრუნდება - ფარკასი

გამოქვეყნდა:

NATO-ს სამიტის თავდაცვის მდივნის ყოფილი სპეციალური მრჩევლის, ეველინ ფარკასის თქმით, თუ რუსეთს უკრაინაში არ შეაჩერებენ, ის თავად არ გაჩერდება და უკრაინის შემდეგ კონტროლს საქართველოსა და მოლდოვაზე დაამყარებს, ამის შემდეგ კი შეცდება NATO-ს დაშლას.

ფარკასმა ამასთან დაკავშირებით CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა

"მეზიზღება სიტყვა "რუსეთის პროვოკაცია". თუ ვინმეა პროვოკატორი, ეს რუსეთია. რუსეთმა აირჩია ეს ომი და რუსეთმა აირჩია დაეხოცა უდანაშაულო უკრაინელები. ამიტომ ცხადია, ისინი პროვოკატორები არიან.

არსებობს შეკითხვა ესკალაციაზე. დიახ. ეს სიტყვა უფრო მომწონს. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია, ჩვენ არ გვინდა ისეთი რამის გაკეთებას, რაც გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ესკალაციას.

ამის მიუხედავად, ჩვენ არ შეიძლება იმდენად გვეშინოდეს ესკალაციის, რომ გამოვრიცხოთ ისეთი ქმედებები, რითიც უკრაინას რეალურად დავეხმარებით. რისკები ფრთხილად უნდა შევაფასოთ, მაგრამ უნდა შეგვეძლოს ზოგიერთი რისკის მიღება.

თუ დავმარცხდებით უკრაინაში, თუ უკრაინელები დამარცხდებიან, ვლადიმერ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, შემოუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე, აიღებს მოლდოვას და დაამყარებს კონტროლს. შემდეგ ის გამოიწვევს NATO-ს, ეცდება NATO-ს დაშალას, გამოწვევას მოუწყობს ჩვენს დემოკრატიას. ის არ გაჩერდება, თუ უკრაინაში არ იქნება შეჩერებული",-თქვა ეველინ ფარკასმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი