უკრაინის ცნობით, რუსებმა აზოვის ზღვაზე გასასვლელი გადაკეტეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსულმა ჯარებმა ყირიმის ნახევარკუნძულთან "სახმელეთო დერეფანი" დაიკავეს და უკრაინის აზოვის ზღვაზე მისასვლელი გადაკეტეს.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა დაკარგეს "შეტევითი პოტენციალი" და იძულებულნი არიან გამოიძახონ ძალები რუსეთიდან უკრაინაში განლაგებისთვის.

გარდა ამისა, გენერალური შტაბის განცხადებით "შეუქცევადმა" დანაკარგებმა აიძულა მოსკოვი გაეუქმებინა ოფიცრებისა და სამხედრო ძალების გეგმიური გათავისუფლება.

უკრაინა აცხადებს, რომ ორშაბათს საბრძოლო მოქმედებების შედეგად 300-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი