უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ.  გარდაცვლილების ცხედრები ამ დროისთვის უკრაინის ქალაქ ლვოვშია დასვენებული და საქართველოში დასაბრუნებლად საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.

რა ფორმით გამოხატავს ხელისუფლება მადლიერებას იმ პატრიოტების წინაშე, რომლებიც უკრაინის თავისუფლების გარდა საქართველოს მომავალსაც იცავდნენ, უცნობია, ასევე უცნობია დაკრძალავენ თუ არა უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცებს სამხედრო პატივით. 

ქართველი მებრძოლები უკრაინიდან ხელისუფლების განცხადებებს სამარცხვინოდ აფასებენ, ისინი მოუწოდებენ "ოცნებას", რომ სამივე დაღუპულს გმირის წოდება უნდა მიენიჭოს.

"როგორ შეიძლება დათო რატიანის, გია ბერიაშვილის გმირობაზე კითხვას სვამდეს ვინმე, და თან პრემიერმინისტრი, ეს საშინელებაა", - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძეზე.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსულ აგრესიას სამი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა - დავით რატიანი, გიორგი ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი