გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის (OHCHR) თანახმად, ორშაბათის მდგომარეობით, უკრაინაში 925 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
დაღუპულთა შორის არის 11 გოგონა, 25 ბიჭი და კიდევ 39 ბავშვი, რომელთა სქესი უცნობია.
სააგენტოს ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 1 496 მშვიდობიანი მოქალაქე.
"დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით ფართო ზემოქმედების არეალით, მათ შორის მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვისა და სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების შედეგად", - თქვა OHCHR.
გაერო აცხადებს, რომ რეალური მაჩვენებლები, სავარაუდოდ, "საკმაოდ მღალი" იქნება, რადგან ინფორმაიის მიღება ზოგიერთი ადგილიდან ვერ ხერხდება ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო.