
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ - დღეს, საპარლამენტო ბიურო განიხილავს კანონპროექტს, რომელიც მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილზე კონტროლის გასამყარებლად მოამზადა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილება შევა, საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი სარჩელის საფუძველზე, შეძლებს, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინოს, რაც მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდება.
ცნობისთვის, მესამე სექტორი საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს. ამავე თემაზე: