რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფოსფატის საბრძოლო მასალას იყენებს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ ფოსფატის საბრძოლო მასალის გამოყენების შემთხვევა დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკში დაფიქსირდა.
მედიის ცნობით, ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ ოლექსი ბილოშიცკიმ განაცხადა.
ჭურვისგან პირდაპირი დაზიანებების საშიშროების გარდა, თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა იწვევს შინაგანი ორგანოების დამწვრობას ორთქლის ჩასუნთქვის გამო.
"აკრძალვები და კონვენციები ცივილიზებული სამყაროსთვისაა. და ორკები მოვიდნენ "გასათავისუფლებლად". და მათ მხოლოდ ასე იციან როგორ "გაათავისუფლონ",- თქვა ბილოშიცკიმ.
გამოცემის ცნობით, თეთრი ფოსფორის შემცველი იარაღი აკრძალულია საერთაშორისო შეთანხმებებით (კონვენციის III პროტოკოლი ცალკეული ჩვეულებრივი იარაღის შესახებ) სამხედრო მიზნებისათვის, რომლებიც მდებარეობს დასახლებულ პუნქტებში ან მის მახლობლად.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ მანამდე რუსმა ოკუპანტებმა ფოსფატის საბრძოლო მასალები ლუგანსკის ოლქშიც გამოიყენეს.