ოპერაცია უკრაინაში საერთაშორისო წითელი ჯვრისთვის ყველაზე მასშტაბურია - ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა, პეტერ მაურერმა განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე ყველაზე მსხვილ ოპერაციებად სირიასა და ავღანეთში მათი საქმიანობა ითვლებოდა.
"ჩვენი ბიუჯეტი უკრაინაში 75 მილიონი იყო, დონორებს მისი 150 მილიონით გაზრდა ვთხოვეთ და ახლა ეს დაფინანსება 250 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს. ეს ჩვენი საქმიანობის გაფართოებაში დაგვეხმარება და დონორები ხელს გვიწყობენ ყველაფერში, რაც უკრაინას ეხება. აქამდე წითელი ჯვრის ყველაზე მსხვილ ოპერაციად სირიასა და ავღანეთში მისია ითვლებოდა, რომლის ბიუჯეტიც 180-190 მილიონი შვეიცარიული ფრანკი იყო",- ამბობს მაურერი.
საერთაშორისო ორგანიზაციები შიშობენ, რომ უკრაინაში ომის გამო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სწრაფად მოძრავი ლტოლვილთა კრიზისი იქნება.