ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ თვის ბოლოს ვადა რამდენიმე ათას "ფაიზერის" ვაქცინას გასდის. მისი თქმით, ზუსტი ციფრის დასახელება არ შეუძლია.
მინისტრი ამბობს, რომ ამის გამო სახელმწიფოს ფინანსურად არ უზარალია, რადგან ვაქცინები ნაჩუქარი იყო.
"ახალი ვაქცინები გვექნება უკვე მიმდინარე კვირაში, რაც შეეხება ძველ ნაშთებს, ეს ძველი ნაშთია ნაჩუქარი, თანხებში თუ მეკითხებით, ფინანსურად არაფერი არ გვიზარალია, სამწუხაროდ, სრულად ვერ ავითვისეთ და რამდენიმე ათასი ვაქცინა დაგვრჩა. თვის ბოლომდე აქვს ვადა", - თქვა აზარაშვილმა.
იხილეთ ასევე: