უკრაინა ✊უცხოეთიგანადგურებული რუსი სამხედროების რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა - ოკუპანტების დანაკარგები რიცხვებში გამოქვეყნდა: სამშაბათი, 22 მარტი, 2022 - 13:09
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 22 მარტამდე პერიოდს. სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 15 300; ტანკი - 509; ჯავშანტექნიკა - 1 556; საარტილერიო სისტემა - 252 ; სარაკეტო სისტემა - 80; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 45; თვითმფრინავები - 99; ვერტმფრენი - 123 ; სამხედრო საავტომობილო ტექნიკა - 1 000; გემი/ნავი/კატარღა - 3; საწვავის რეზერვუარი - 70; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 35; სპეციალური აღჭურვილობა - 15.