ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

"ნებისმიერი ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ორი ქვეყნის - რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი BBC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ზელენსკი დღეს ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ზუსტად ესმის ყველა ასპექტი, რაც ამჟამად ორ ქვეყანას შორის ხდება.

პოდოლიაკის განცხადებით ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული ომის ცხელი ფაზის დამთავრებით და შეხვედრის შუამავლობით :

"ასეთი შეხვედრა არის გასაღები მშვიდობისთვის, ის მზადდება და მომზადდება. გვაქვს კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც სურთ ამ შეხვედრის ორგანიზება, ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, რომ ომის ცხელი ფაზა დასრულდეს. მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში სამუშაო ჯგუფები შეიმუშავებენ წინასწარ დოკუმენტებს, რომლებიც გადაეცემა პრეზიდენტებს. ისინი შეაფასებენ, ეს უკვე "საგზაო რუკაა", რომელიც პირისპირ უნდა განიხილონ"- ამბობს პოდოლიაკი. 

თუმცა, ის ვერ აკონკრეტებს როდის შეიძლება შედგეს შეხვედრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი