რუსებმა კიდევ ერთი ბავშვი მოკლეს - ხარკოვში ოკუპანტებმა მანქანას დაცხრილეს, რომლითაც ოჯახი მგზავრობდა

გამოქვეყნდა:

ხარკოვის რაიონში რუსულმა ტანკმა ესროლა მანქანას, რომელშიც ოჯახი 2 შვილთან ერთად იყო. დაღუპულია ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი. 

"ოჯახი ყვიროდა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, თეთრ დროშას აფრიალებდნენ, მაგრამ ამაოდ. მშობლები და 9 წლის გოგონა მოკლეს, 17 წლის ბიჭი დაშავდა", - აცხადებს გენერალური პროკურატურა.

გარდა ამისა, სუმის რაიონში ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს პენსიონერ წყვილს, რომლებიც საავადმყოფოში ველოსიპედით მიდიოდნენ. სროლის შედეგად 59 წლის ქალი დაიღუპა, ქმარი კი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი