"გვჭირდება გაერთიანება და ახალი სანქციები" - ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა იტალიის პარლამენტს მიმართა. იტალიელ პოლიტიკოსებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აუხსნა ის მძიმე ვითარება, რომელიც მის ქვეყანაში უკვე 27 დღეა არის და დახმარება სთხოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ მძიმე ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა, რომელსაც ეს ომი გამოიწვევს და მიმართა დეპუტატებს, რუსეთის წინააღმდეგ  სანქციებს მხარი დაუჭირონ და დაუკეტონ პორტები რუსულ გემებს:

"ძვირფასო სენატორებო, ძვირფასო პარლამენტარებო და იტალიელებო. დღეს დილით მის უწმინდესობა რომის პაპს ვესაუბრე. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები მითხრა - "მესმის რომ მშვიდობა გინდათ, მესმის რომ თავი და სამშობლო უნდა დაიცვათ და თქვენი მოქალაქეები და არმია ამას გმირულად აკეთებსო“ . რომის პაპს ძალიან მარტივად ვუპასუხე. ვუთხარი, რომ ხალხმა როგორც კი დაინახა რომ მტერს თან უბედურება მოჰქონდა, არმიად ჩამოყალიბდა.  პირველად როდესაც იტალიელ ხალხს მივმართე, ვთხოვ რომ რიცხვი 70 დაემახსოვრებინათ, ეს იმ ბავშვების რაოდენობას აღნიშნავდა რომელიც რუსულმა არმია იმ დროისთვის იმსხვერპლა, თუმცა დღეს ეს რიცხვი 117-ია. ათასობით დაშავებული და დაჭრილი, ათი ათასობით დანგრეული სახლი - აი ეს არის რუსული აგრესიის შედეგი. ეს ყველაფერი 2022 წელს ხდება. ყველამ ვიცით, რომ ომის ყოველი მომდევნო დღე კიდევ ერთ, ან რამდენიმე სიცოცხლეს შეიწირავს. 117 დაღუპული ბავშვი დასასრული არ არის - რუსები კიდევ დახოცავენ, იმიტომ რომ მტერი იერიშებს არ აჩერებს. მათ ყველაფრის განადგურება სურთ ისევე როგორც ეს მარიუპოლში ჩაიდინეს.
მარიუპოლში, რომელიც აზოვის ზღვის სანაპიროზეა გაშენებული და სადაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს - ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ადგილი იყო. მარიუპოლი ზუსტად ისეთივე ქალაქია როგორც გენუა. ახლა მარიუპოლში არაფერი არ არის. 3 კვირიანი სროლების, დაბომბვებისა და ბლოკადის შემდეგ, ყველაფერი განადგურდა. 
ძვირფასო იტალიელებო, მოგმართავთ კიევიდან. ქალაქიდან რომელსაც ჩვენი რეგიონისთვის ზუსტად ისეთი მნიშვნელობა აქვს როგორც რომს მთელი მსოფლიოსთვის. კიევიდან დიადი ერის დიადი კულტურა დაიწყო - თუმცა ახლა გადარჩენის  ზღვარზე ვართ. ჩვენ ყველაფერს საუკეთესოს ვიმსახურებთ. მტერი იტაცებს ბავშვებს, ჩვენს მოქალაქეებს და იტაცებენ ჩვენს ქონებას, რომელიც რუსეთში გააქვთ. ასე ბოლოს ნაცისტები მოიქცნენ. მტერმა ხმელეთის გარდა ზღვის ნაპირიც კი დანაღმა. ამ ყველაფრის უკან ერთი ადამიანი დგას. ის ამ ყველაფერს ათწლეულები გეგმავდა. 
უკვე 27 დღეა ომი არ ჩერდება. გვჭირდება გაერთიანება და ახალი სანქციები, იმისთვის რომ რუსეთმა დაქირავებული მებრძოლები კი არა მშვიდობა ეძებოს.  აუცილებელია რომ ის ერთი ადამიანი ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, მშვიდობას ეძებდეს. ამ ომის ნაკვალევი თითქმის მთელს მსოფლიოში იგრძნობა. ყველაზე საშინელი კი წინ არის - შიმშილი - ! უკრაინა ყოველთვის ერთ-ერთი უდიდესი  მწარმოებელი და მომწოდებელი იყო, თუმცა ახლა, ბომბების და ტყვიების ქვეშ ამას როგორ მოვახერხებთ ?! მაშინ როდესაც მინდვრები დანაღმულია, როგორ მოვახერხებთ ხორბლის დათესვას ?! ან რა მოსავალი გვექნება !!! 
როდესაც ჩვენი  პორტები ოკუპირებულია, საქონელს როგორ გავაგზავნით?! ძვირფასო იტალიელებო თქვენი თანადგომა გვჭირდება. ის ადამიანები რომლებიც უკრაინის განადგურებას ცდილობენ, იტალიას დასასვენებლად იყენებენ. გევედრებით არ გადააქციოთ ქვეყანა მკვლელების კურორტად. დაბლოკეთ ყველაფერი. დაუწესეთ სანქციები, გამოუცხადეთ ემბარგო და დაუკეტეთ პორტები. ეს ომი მალე უნდა დასრულდეს. ომის შემდეგ უკრაინის განახლება უნდა დავიწყოთ - რა თქმა უნდა თქვენთან ერთად - რა თქმა უნდა დანარჩენ ევროპასთან ერთად. ომამდე თქვენს ქვეყანას ვსტუმრობდი. ძალიან კარგები და სტუმართმოყვარეები ხართ, ლამაზი ბავშვები გეზრდებათ. დაუდექით უკრაინელ ხალხს, უკრაინას. დიდება უკრაინას - გრაცია იტალია." თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი