რუსეთში სოციალური კრიზისი სულ უფრო ახლოვდება. უკრაინასთან ომის ყოველი დღე ქვეყანას და პირველ რიგში, მის მოსახლეობას, რომელმაც პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტი უკვე იგრძნო, ტოტალურად აღარიბებს.
დეფიციტად ქცეული ან უკიდურესად გაძვირებული პროდუქტებისთვის რუსები ხშირ შემთხვევაში ხელჩართულ ჩხუბშიც ერთვებიან. და ეს რუსეთის ეკონომიკური კრიზისის მხოლოდ პირველი ეტაპია.
რუსული ბაზარი უკვე 400-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა, საფინანსო ოპერაციები შეჩერებულია, საერთაშორისო სანქციები სულ უფრო მძიმდება, რაც კრემლსა და მთელ ქვეყანას გარდაუვალ დეფოლტთან აახლოებს.