ქართველი გმირი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენება 24 მარტს დილით იგეგმება. ცნობილია, რომ დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის ცხედრებს რამდენიმედღიანი პროცედურების შემდეგ, პოლონეთში რამდენიმე საათში გადაასვენებენ.
ქართველი მებრძოლებისთვის პატივის მიგების მიზნით აეროპორტში მოქალაქეები შეიკრიბებიან.
თუმცა, დაკრძალავენ თუ არა მათ სამხედრო პატივით და მიანიჭებენ თუ არა გმირის წოდებებს, "ქართული ოცნება" ამ თემაზე ლაპარაკს გაურბის.