დაკავებული დივერსანტები და ოკუპანტების შემცირებული რესურსები | პუტინის ომის 27-ე დღე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო არმიის რესურსები იწურება. უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულებამდე რამდენიმე კვირა რჩება. სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციით დემორალიზებული არმიის ჯარისკაცები სულ უფრო ხშირად აცხადებენ უარს სამხედრო მეთაურობის ბრძანების შესრულებაზე და ხელმძღვანელობას ღალატში ადანაშაულებენ. 

რუსეთის არმიას იმ ქალაქებშიც უჭირს ვითარების კონტროლი, რომელიც ამ დროისთვის ოკუპირებული აქვს. პარალელურად, ქვეყნის კონტრდაზვერვამ გამოავლინა და დააკავა დივერსანტების ჯგუფი, რომელსაც პრეზიდენტ ზელენსკის განეიტრალება ჰქონდა დავალებული.

დივერსანტების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც უკრაინელი სამხედროების დისლოკაციისა და გადაადგილების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას, ვინიცაში დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი