ბელარუსი შესაძლოა ომში მალე ჩაერთოს - CNN

გამოქვეყნდა:

შეერთებულ შტატებსა და NATO-ში ფიქრობენ, რომ ბელარუსი შესაძლოა რუსეთს უკრაინის ომში "მალე" შეუერთდეს. ინფორმაციას CNN აშშ-სა და ალიანსის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემას წყარო უყვება, ბელარუსი ომში ჩასართავად ნაბიჯებს უკვე დგამს. 

"სულ უფრო სავარაუდოა, რომ ბელარუსი კონფლიქტში შევა. პუტინს მხარდაჭერა სჭირდება. ყველაფერი დაეხმარებოდა",- უთხრა წყარომ CNN-ს.

NATO-ს დაზვერვის ცნობით, ბელარუსის მთავრობა "ამზადებს გარემოს უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის შეტევის გასამართლებლად".

ამას გარდა, გამოცემა ბელარუსის ოპოზიციურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბელარუსის საბრძოლო ნაწილები მზად არიან უახლოეს დღეებში უკრაინაში შეიჭრან. 

გამოცემასთან საუბრისას წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დღემდე არ არსებობდა რაიმე მინიშნება იმისა, რომ ბელარუსი ამჟამად უკრაინაში ომში მონაწილეობს. აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანის თქმით, პენტაგონს არ უნახავს "არანაირი მინიშნება იმისა, რომ ბელარუსელი ჯარისკაცები ემზადებიან უკრაინაში გადასასვლელად ან რომ მათ დადეს რაიმე შეთანხმება ამის გასაკეთებლად".
 

NATO-ს მაღალჩინოსნის თქმით, ბელარუსის ომში ჩართვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვში უნდა მიიღონ და ამ დროისთვის რაიმე მითითება არ ყოფილა, რომ ბელარუსის ძალები უკრაინაში ომში მონაწილეობენ.

"საუბარი არაა იმაზე, თუ რა სურს ლუკაშენკოს. კითხვაა: სურს პუტინს კიდევ ერთი არასტაბილური ქვეყანა რეგიონში? [ომში] ჩართვა ბელორუსის დესტაბილიზაციას გამოიწვევს" - თქვა მან CNN-თან.

ოფიციალურ პირს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ფორმით შეიძლება ბელარუსი ომში ჩაერთოს, მაგრამ როგორც მან CNN-თან აღნიშნა, რუსეთი შესაძლოა შეეცადოს, ხელი შეუშალოს NATO-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში, რომელიც ქვეყანაში დასავლეთის საზღვრიდან შედის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი