ცივი ამინდის შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო, რუსი სამხედროები​ იყინებიან | პენტაგონის პრესსპიკერი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რუსი სამხედროები ცივი ამინდის შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო​ იყინებიან. 

მისივე თქმით, სათანადო აღჭურვილობის ნაკლებობას ემატება რუსულ ძალებს შორის საკვებისა და საწვავის დეფიციტი.

"რუსულ ჯარს აქვს მომარაგების, საკვების, საწვავის, ლოჯისტიკის პრობლემები. ცივი ამინდისთვის შესაბამისი ეკიპირების არქონის გამო, რამდენიმე რუსი ჯარისკაცი გაიყინა", - აცხადებს კირბი. 

მისივე თქმით, უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ, რუსულ  ჯარს კვლავ აწუხებს ლოჯისტიკისა პრობლემები. ასევე, პენტაგონის ინფორმაციით, რუსებს აქვთ სარდლობის პრობლემაც, რამაც გაართულა კომუნიკაცია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი