უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლისკენ მიმავალი ავტობუსები გაიტაცეს, რომლებიც ქალაქიდან მოსახლეობის გამოსაყვანად იყო განკუთვნილი.
მათივე ცნობით, ავტობუსები, მძღოლებთან და სასწრაფო დახმარების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, აგრესორებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა თქვა, რომ ავტობუსები რუსულ საგუშაგოზე მანგუშის მახლობლად, მარიუპოლიდან დასავლეთით 15 კილომეტრში დააკავეს.
ცნობისთვის, საპორტო ქალაქი რამდენიმე კვირაა იბომბება. დაახლოებით 100 000 ადამიანს წყალი და მედიკამენტები არ მიეწოდება.