ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებს შორის მანძილი 8 193 კმ/ია, თუმცა ჩვენ გვაერთიანებს თავისუფლების სიყვარული - ზელენსკის მიმართვა იაპონელებს

გამოქვეყნდა:

"ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებს შორის მანძილი 8 ათას 193 კმ/ია, ფრენას დაახლოებით 15 სთ სჭირდება, თუმცა ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს, მათ შორის თავისუფლების სიყვარული და სიცოცხლის სურვილი" - ამ სიტყვებით,  ისტორიაში პირველად, უკრაინის პრეზიდენტი იაპონიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონელ კანონმდებლებს და იაპონელ ერს უკრაინაში არსებული ვითარება გააცნო და უკრაინელი ერის წინააღმდეგ რუსეთის ჩადენილ დანაშაულებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიის მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების, რუსეთზე  ზეწოლის გაძლიერებისა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ზელენსკის მიმართვა:

ძვირფასო იაპონელებო ჩვენი ქვეყნების დედაქალებს შორის მანძილი 8193 კილომეტრია, ფრენას დაახლოებით 15 საათი სჭირდება, თუმცა ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს, მათ შორის თავისუფლების სიყვარული და სიცოცხლის სურვილი. მიუხედავად ამის ჩვენ გვერდი-გვერდ ვართ. ყველა ჩვენგანმა იცი რა არის ჩერნობილი და მისი შედგები. იაპონია აზიაში ჩვენი მხარდაჭერის ლიდერი გახდა. 
ყველა თქვენგანმა იცის რა არის ჩერნობილი, ატომური სადგური 1986 წელს აფეთქდა და რადიაცია გავრცელდა. მისი კვალი მსოფლიოს ბევრი ქვეყანას ეტყობა. ჩერნობილის სადგურის  30 კილომეტრიანი ზონა ამ დრომდე დაკეტილია. ტყის ტერიტორიაზე 1000-ობით ტონა რადიაციული ნივთიერებაა დამარხული.
 24 თებერვალს ზუსტად ამ ტყის გზაზე გამოიარა რუსულმა სამხედრო ტექნიკამ. ჩერნობილის სადგურში შეიჭრნენ და აიღეს. რა თქმა უნდა ძალის გამოყენებით. რუსეთმა ჩერნობილი ბრძოლის ველად აქცია. იმ 30 კილომეტრიან დახურულ ზონას კი უკრაინულ არმიაზე შეტევებისთვის იყენებენ. 

ძვირფასო იაპონელებო, ჩვენს ქვეყანაში 4 მოქმედი ატომური ელექტრო სადგურია და ეს 15 ატომური ბლოკია, ყველა მათგანი სერიოზული საფრთხის ქვეშ არის. რუსმა ოკუპანტებმა ევროპის ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი უკვე გაუხსნეს. ასევე სერიოზული საფრთხის წინაშეა ნახშირის შახტები,  გაზისა და ნავთობის მილსადენები. რუსებმა სუმის ოლქში ქიმიურ ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს, რამაც ამიაკის გაჟონვა გამოიწვია. ასევე ქიმიური შეტევით გვემუქრებიან, ისევე როგორც ეს სირიაში გააკეთეს. 
მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანას და სიდიდით მეორე არმიას, ჩვენი ჯარი გმირულად ებრძვის. თუმცა რუსეთი პოტენციალით ყველაზე დიდი არ არის, ამასთან მორალურად  ყველაზე დაბლა მდგომი სახელმწიფოა. რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლა, გაანადგურა ათობით ჩვენი ქალაქი და შენობა. ადამიანები საკუთარი დაღუპული ოჯახის წერების დაკრძალვას ვერ ახერხებენ. ისინი იძულებულები არიან ცხედრები გზისპირად, დანგრეულ კორპუსებში ან ეზოში დაკრძალონ. 1000-ობით მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლულ, მათ შორის 121 ბავშვია. 9 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. რუსეთმა ჩვენი ზღვაც კი დაბლოკა. 
ქალბატონებო და ბატონებო დღეს საერთაშორისო საზოგადოებას, პარტნიორებს და ანტისაომარ კოალიციას შეუძლია მოგვცეს გარანტიები რომ მსოფლიოს უსაფრთხოება ბოლომდე არ განადგურდება.  თქვენც დაინახეთ რომ საერთაშორისო ინსტიტუციებმა ვერ იმუშავეს. მათ განახლება და სამართლიანობის ინექცია სჭირდებათ, რათა რეალური ნაბიჯების გადადგმა შეძლონ. მსოფლიო ვალდებულია რუსეთი შესაბამისად დასაჯოს. მოგიწოდებთ  უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოთ, ასევე მოუწოდეთ სხვა აზიურ ქვეყნებს  გვერდით დაგვიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დაიცავთ მომავალს და სიცოცხლეს. ამაზე თქვენი კულტურა და ისტორია მეტყველებს. დარწმუნებული ვარ იაპონია ომის შემდეგაც ისე დაგვიდგება გვერდით როგორც ახლა, ანტისაომარ კოალიციაში გვიდგას. არიგატო კაზაიმას - დიდება უკრაინას. დიდება იაპონიას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი