დიდი მადლობა ჩვენს არმიას - თქვენ ისევე იცავთ სამშობლოს როგორც ამას სპარტელები თავის დროზე აკეთებდნენ - ამ სიტყვებით მიმართა ოლექსეი არესტოვიჩმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პუტინის ომის 28-ე დღეს და შეაჯამა ამჟამად არსებული მონაცემები.
არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინელებმა უკვე ოკუპანტების 100 თვითმფრინავი ჩამოაგდეს:
"დღეს რუსეთის არმიის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის 28-ე დღეა. გასულ დღეს უკრაინელმა სამხედროებმა 6 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 5 უპილოტო საფრენი აპარატი და 5 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. რუსეთმა უკვე 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაკარგა. ყოველივე ეს 5 საავიაციო რაზმისთვის, ან მთლიანი საავიაციო არმიისთვის საკმარისია.
როგორც კი მტერმა მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა გადაწყვიტა, ჩვენმა ბიჭებმა ისინი ჩამოაგდეს. დასასრული სრულიად სამართლიანი იყო. ამ დრომდე ტაქტიკური ბრძოლები მიმდინარეობს. მტერი ქალაქ მარიუპოლის დაბომბავს აგრძელებს, თუმცა აღებას ვერ ახერხებს, რადგან ჩვენი ბიჭები მედგრად დგანან. რუსეთმა მარიუპოლის მისადგომებთან უკვე 5 სამხედრო მაღალჩინოსანი დაკარგა. მტერი ცდილობს რომ ჩერნიგოვი მეორე მარიუპოლად აქციოს. იქ მძიმე მდგომარეობაა, თუმცა იმედი მაქვს მტერი არამხოლოდ აღებას რამედ მიახლოებასაც ვერ შეძლებს. ჩვენი არმია მტერს შესაბამისად პასუხობს. დიდი მადლობა ჩვენს არმიას - თქვენ ისევე იცავთ სამშობლოს როგორც ამას სპარტელები თავის დროზე აკეთებდნენ." თქვა არესტოვიჩმა.
იხილეთ ასევე: