გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს | კრემლი ღია შანტაჟსა და ტერორზე გადადის

გამოქვეყნდა:

დადგება თუ არა კაცობრიობა უდიდესი საფრთხის პირისპირ. უკრაინასთან ომში რუსეთის მარცხის მოახლოებასთან ერთად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება.

პუტინს მართვის სადავეები ხელიდან ეცლება და ღია შანტაჟსა და ტოტალურ ტერორზე გადადის. კრემლმა მსოფლიოს დღეს, ატომური იარაღის გამოყენება დაუანონსა. ერთ ღილაკზე თითის დაჭერით პლანეტის განადგურების საფრთხე რეალურია.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხედრო წარუმატებლობა განიცადა უკრაინაში და დაგეგმილი გამარჯვება სამ დღეში ვერ გაიფორმა, გამოიყენებს თუ არა ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს - ეს კითხვა ყოველდღე უფრო აქტუალური ხდება. საფრთხე რომ რეალურია ეს კიდევ ერთხელ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი