უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგულ კომპანიებს რუსული ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდა. განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"Renault-მა, Auchan-მა, Leroy Merlin-მა და სხვა კომპანიებმა უნდა შეწყვიტონ რუსეთის ომის მანქანის დასპონსორება. მათ უნდა შეწყვიტონ ქალებისა და ბავშვების მკვლელების დაფინანსება",- თქვა ზელენსკიმ.
მანქანების მწარმოებელი კომპანია Renault რუსეთში წარმოებას აგრძელებს. ამ გადაწყვეტილებისთვის ის არაერთხელ გააკრიტიკეს.