უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკი twitter-ზე წერს, მან ჯონსონისგან NATO-ს ხვალინდელ სამიტზე მხარდაჭერის გარანტია მიიღო.
"ტელეფონით ვესაუბრე ბორის ჯონსონს. მივიღე მხარდაჭერის გარანტიები ხვალინდელი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ. განვიხილეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და უკრაინის თავდაცვითი დახმარების საკითხები. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ",- წერს ზელენსკი.