მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ელოდებიან | რადას დეპუტატების მიმართვა "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ომის ცეცხლში გახვეული უკრაინა მიხეილ სააკაშვილს ითხოვს. რადას დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან ფაქტობრივად ოფიციალურად მიმართეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაცემა მოითხოვეს.

ამ მოთხოვნას უერთდებიან საჯარო მოხელეებიც კიევიდან და ყველა ერთად საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს ეყოს პოლიტიკური გამბედაობა ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

თბილისის პასუხი, ომის პირობებში პოლიტიკურად უმნიშვნელოვანეს და ჰუმანურ მოთხოვნაზე ქართული ოპოზიციისთვის სრულიად გამაოგნებელი აღმოჩნდა. "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 2008 წლის ომი გაიხსენა, პასუხად კი მას საკუთარ კარში გატანილი ორი გოლი გაახსენეს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი