"თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელი უკრაინაა" | ურსულა ფონ დერ ლეინი

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლეინის თქმით, თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელი უკრაინაა.

"​ალყისა და დაბომბვების შემდეგ ოკუპაციის რეალობა შემაძრწუნებელია. ჯანსაღი საკვები გახდა ფუფუნება, საავადმყოფოებსა და აფთიაქებში მარაგი იწურება. ათასობით ადამიანი დაკავებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ და მაინც, ყოველ დღე, ათასობით უკრაინელი აგრძელებს ქუჩაში გამოსვლას, რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად.

ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში აფრიალებენ ლურჯ-ყვითელ დროშებს ოკუპანტი ჯარისკაცების წინ. და ისინი არ გაჩერებულან, მაშინაც კი, როცა რუსმა ჯარისკაცებმა სცემეს და რამდენიმე მათგანს ესროლეს - თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელი უკრაინაა და უკრაინის დროშა დღეს არის თავისუფლების დროშა",-თქვა ურსულა ფონ დერ ლეინმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი