უკრაინელმა სნაიპერმა რუსი ტერორისტის, გირკინის სიმამრი მოკლა

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა სნაიპერმა რუსი ტერორისტის, იგორ გირკინის სიმამრი, სერგეი პოზივნი მოკლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ცნობისთვის, 2014 წელს, იგორ გირკინი (მეტსახელად "სტრელკოვმა") უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ დონბასში ჩამოაყალიბა შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ამავე წლის 7 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა. 16 მაისს კი გირკინი თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი გახდა. 

2020 წელს, დმიტრი გორდოთან ინტერვიუში, მან აღიარა, რომ მაიდნის მონაწილე იური პოპრავკისა და იური იაკოვსკის მკვლელობის ბრძანება პირადად გასცა. 

ის უკრაინაში ტერორისტადაა გამოცხადებული და მის წინააღმდეგ გამოძიებაც სწორედ ტერორიზმის მუხლითაა დაწყებული. 

ცნობილია, რომ გირკინი 1996-2013 წლებში რუსეთის ფსბ-ს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი