დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 6 ათას რაკეტას გადასცემს. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ პრემიერი ბორის ჯონსონი ნატოსა და დიდი შვიდეულის სამიტებზე ისაუბრებს. ასევე, გამოცემის ცნობით, ის ასევე იტყვის, რომ უკრაინელი ჯარისკაცებისა და მფრინავების ანაზღაურებისთვის 25 მილიონამდე ფუნტს გამოყოფს.
ასევე, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება დამატებით თანხას გამოყოფს BBC-ს რუსული და უკრაინული სამსახურების მხარდაჭერისთვის.
"გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა გაძლიერდეს. გააძლიეროს მათი თავდაცვა, რადგან ისინი ამ ბრძოლის გარდატეხას მოახდენენ", - თქვა ჯონსონმა.