უკრაინულმა ძალებმა რუს ოკუპანტებს კიევის აღმოსავლეთ ფრონტზე უკან დაახევინეს, - ინფორმაციას New York Times შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ძალები კიევის ცენტრიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 34 მილის დაშორებით არიან, 24 საათის წინ კი ეს დაშორება 12 მილი იყო.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასის რეგიონში აქტიურდებიან და ამბობენ, რომ ოკუპანტებმა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში დიდი რესურსი გამოიყენეს.