ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამხედრო ძალების მზადყოფნის საგანგებო რეჟიმზე გადადის და ალიანსის ტერიტორიაზე სრულ მზადყოფნას აცხადებს - რუსეთ უკრაინის ომის დაწყებიდან, ზუსტად 1 თვის შემდეგ,
ნატოს წევრი ქვეყნების საგანგებო შეკრება დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდა.
ალიანსის ლიდერმა, ნატოს უპრეცედენტო მზადყოფნის დეტალებზე, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა:
"დღეს ალიანსმა გადაწყვიტა, რომ უკრაინას მეტ სამხედრო დახმარება გაუწევს ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის უპრეცედენტო სანქციების დაწესებას და გავაძლიერებთ რუსეთის შეკავებას და თავდაცვას. მოკავშირეებმა დაამტკიცეს 4 ახალი საბრძოლო ჯგუფი ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, რასაც ემატება 4 უკვე არსებული - ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთში. ამრიგად, ჩვენ ახლა 8 საბრძოლო ჯგუფი გვაქვს ბალტიის ზღვიდან, შავ ზღვამდე.
გარდა ამისა,მოკავშირეები მიაწვდიან დამატებით დახმარებას უკრაინას, რათა ამ ქვეყანამ უფრო ეფექტურად დაიცვას თავი. მათ შორის არის ანტისატანკო დანადგარები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და დრონები.
ასევე, კიბერუსაფრთხოების სისტემები და აღჭურვილობა, რათა უკრაინამ თავი დაიცვას ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან" განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნატოს პასუხისმგებლობაა არ დაუშვას კონფლიქტის ესკალაცია რაც უფრო მეტ ნგრევასა და მსხვერპლს გამოიწვევს. სტოლტენბერგმა ისაუბრა რუსული საფრთხის რისკის ქვეშ მყოფ საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინაზეც.