რუსეთის არმიის უმძიმეს კრიზისს პენტაგონი ადასტურებს. ამერიკული დაზვერვის მონაცემები ზუსტად აღწერს ვითარებას, რომელიც ფრონტის ხაზზეა შექმნილი. უკრაინასთან მობილიზებული კრემლის ჯარების 10 პროცენტი უკვე ლიკვიდირებულია, მოწინავე შენაერთები მომარაგების გარეშე არიან დარჩენილი და მხოლოდ ორი დღის მარაგები რჩებათ, შავი ზღვის ფლოტს არ აქვს საწვავი.
ერთთვიანი სამხედრო აგრესიის სრულ არაეფექტურობას ადასტურებს ისიც, რომ მოსკოვი ამ დრომდე ვერ აკონტროლებს ვერცერთ დიდ ქალაქს. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ანალიზით, რუსეთს ახლა მხოლოდ ბელარუსის დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეს.
ავტორი: გუგა მაისურაძე