მარიუპოლი უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. ქალაქი, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან განუწყვეტელი დაბომბვის ქვეშაა, დღემდე დგას. რუსულმა არტილერიამ მარიუპოლში შენობების სრული უმრავლესობა გაანადგურა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისა და აზოვის პოლკის მებრძოლების გატეხვა ვერ შეძლო.
სწორედ ამ ქალაქის აღების მცდელობას ეწირება რუსული არმიის ძირითადი რესურსი. პარალელურად, რუსები უშედეგოდ უტევენ უკრაინის ყველა სხვა დიდ ქალაქსაც, სადაც წარმატება ასევე უკრაინელების მხარსაა.