ჩაერთვება თუ არა ბელარუსი პუტინის ომში | NATO-ს დაზვერვის პროგნოზი

გამოქვეყნდა:

დასავლური სპეცსამსახურების კიდევ ერთი პროგნოზი - უახლოეს დღეებში ბელარუსი ომში ჩაერთვება. ნატოს დაზვერვა ამტკიცებს, რომ კრიზისში მყოფი რუსული არმია ახლა სწორედ ლუკაშენკოს დაქვემდებარებაში მყოფი ძალების იმედად რჩება.

ბელარუსი ამ ომში ფაქტობრივად პირველივე დღიდან მონაწილეობს, მაგრამ ახლა ქვეყნის დიქტატორი ვლადიმერ პუტინის დასახმარებლად უშუალოდ უკრაინაში შეჭრას გეგმავს. ამ გადაწყვეტილებით ოფიციალური მინსკი კიდევ უფრო დაამძიმებს საკუთარ მდგომარეობას - დასავლეთი სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს, ბელორუსის ოპოზიცია კი ღიად ადასტურებს, რომ არმიაში შიდა დაპირისპირებაა და უკრაინაში საომრად წასვლა არავის უნდა.

ავტორი: ნატაშა ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი