"ჩვენ ვუპასუხებთ, თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს" | ბაიდენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, მაგრამ პასუხი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

Associated Press-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკუთხვაზე, არსებობს თუ არა დაზვერვის მონაცემები, რომ პრეზიდენტი პუტინი აპირებს ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში და რა იქნება დასავლეთის რეაქცია თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რომ მას არ შეეძლო ინფორმაციის მიწოდება დაზვერვის შესახებ, მაგრამ ქიმიური იარაღის საკითხზე განაცხადა: "ჩვენ ვუპასუხებთ, თუ ის გამოიყენებს მას. პასუხის მასშტაბი დამოკიდებული იქნება ამ იარაღის გამოყენების ფორმაზე".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი