გროზნოს მოსახლეობა ყვება, რომ ქალაქის მთავარ მეჩეთში, ბაღის აღსაზრდელებს მუქარებით აიძულეს, რომ მეომარი "კადიროველებისთვის" გამართულ მასობრივ ლოცვაში მონაწილეობა მიეღოთ. The Insider-ის ინფორმაციით, მშობლებმა საბავშვო ბაღების წარმომადგებლებისგან მიიღეს შეტყობინებები, რომ "ფლეშმობში" მონაწილეობა რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე სავალდებულო იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბავშვების გარიცხვით დაემუქრნენ.
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ჩეჩნურ ტელეგრამ-არხებში გავრცელდა ფოტო, სადაც გროზნოს მთავარ მეჩეთში შეკრებილი ბავშვები რუსეთის დროშის ფერებში დგანან.