"კიევის რეჟიმის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, სამიტზე გაკეთებული განცხადება ადასტურებს ალიანსის დაინტერესებას სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაში" - ასე
ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა NATO-ს სამიტზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს, რითიც ადასტურებს, რომ სამხედრო მოქმედებების გაგრძელებით დაინტერესებულია.
ნატოს წევრმა ქვეყნებმა სამიტზე აჩვენეს აბსოლუტური ლოიალურობა ვაშინგტონის მიმართ, აჩვენეს მზაობა დაიცვან მისი [ვაშინგტონის] პრინციპები რუსეთის ტოტალური შეკავების მიმართულებით. კიევის რეჟიმის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, სამიტზე გაკეთებული განცხადება ადასტურებს ალიანსის დაინტერესებას სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაში. როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოლაპარაკებებისკენ მოწოდებით გამოდის, არც ერთი მცდელობა არ აქვს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობას დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ უბიძგოს.
უფრო მეტიც, ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი სიამაყით აცხადებს, რომ ალიანსმა ბოლო 8 წლის განმავლობაში გადაამზადა ათობით ათასი უკრაინელი სამხედრო, რომლებიც ახლა სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობენ. უკრაინის იარაღით მომარაგებით, ბრიუსელმა კიევის პროვოცირება მოახდინა რომ დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ წასულიყო, ახლა კი საშინელ შედეგს იმკის, - ამბობს ზახაროვა.