საფრანგეთმა, რუსეთის საპასუხოდ ზღვაზე ერთდროულად 3 ბირთვული წყალქვეშა ნავი განალაგა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, საფრანგეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ზღვაზე სამი ბირთვული წყალქვეშა ნავი განალაგა. ინფორმაციას THE Times ავრცელებს.

"რუსეთის მხრიდან "კუნთების თამაშის" საპასუხოდ, სამი ფრანგული ატომური წყალქვეშა ნავი პირველად განლაგდა ზღვაზე სამი ათწლეულის განმავლობაში", - წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ "ტრიუმფის" კლასის 4 ფრანგული წყალქვეშა ნავიდან 2-მა დატოვა ბაზა ილ ლონგში, ბრესტის სამხრეთით, რათა გააძლიერონ იმ გემის მხარდაჭერა, რომელიც მუმდივად პატრულირებს ატლანტის ოკეანეში.

ცნობისთვის, ერთობლივ განცხადებაში "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა რუსეთი გააფრთხილეს, არ გამოიყენოს ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღი უკრაინაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი