იაპონია სანქციებს აფართოებს და რუსეთის კიდევ 25 მოქალაქის აქტივებს ყინავს

გამოქვეყნდა:

იაპონია გააყინავს რუსეთის კიდევ 25 მოქალაქის აქტივებს და აკრძალავს ექსპორტს 81 რუსულ ორგანიზაციაში - ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.

ამ გადაწყვეტილებით, ჯამში იაპონიის მიერ სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 101 გახდა.

იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ახალი სანქციების მიზნები მოიცავს იგორ შუვალოვს, რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს და მსხვილი სახელმწიფო ბანკის Vnesheconombank-ის თავმჯდომარეს, ასევე, ოლიგარქ სერგეი ჩემეზოვის ხუთ ნათესავს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აიკრძალება ფუფუნების საგნების ექსპორტიც.

უახლესი სანქციები გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს იაპონიის პრემიერმა პირობა დადო, რომ G7-ის სამიტზე მეტ მხარდაჭერას გამოხატავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი