უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყენებული მაღალი სიზუსტის რაკეტებიდან თითქმის 60% წარუმატებელი იყო - Reuters

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის მიერ გასროლილი მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების თითქმის 60%-მა არ იმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს შესაძლოა იყოს ახსნა, თუ რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა დასახულ მიზნებს შეჭრიდან 1 თვის თავზე, მაგალითად, როგორიცაა უკრაინის საჰაერო ძალების განეიტრალება.

გამოცემის ცნობით, აშშ-ს ოფიციალური პირები ანონიმურად რჩებიან და არ აკონკრეტებენ, თუ რა განაპირობებს რუსული რაკეტების მარცხის მაღალ მაჩვენებელს.

აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით, სამი ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსეთის წარუმატებლობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იცვლებოდა და დამოკიდებული იყო გაშვებული რაკეტის ტიპზე და რომ ზოგჯერ ის შეიძლება აღემატებოდეს 50%-ს. ორმა მათგანმა თქვა, რომ მაჩვენებელმა მიაღწია 60%-ს.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის საჰაერო ხომალდის საკრუიზო რაკეტებს ჰქონდათ წარუმატებლობის მაჩვენებელი 20-დან 60%-მდე.

ამასთან, გამოცემა ორ ექსპერტზე დაყრდნობით ამბობს, რომ რაკეტების გაშვების ნებისმიერი წარუმატებლობის მაჩვენებელი 20%-დან ზევით უკვე მაღალია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი