აშშ და EU სამუშაო ჯგუფს ქმნიან რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად

გამოქვეყნდა:

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა  განაცხადეს, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს.

პანელი, რომელსაც გაუძღვებიან თეთრი სახლისა და ევროკომისიის წარმომადგენლები, მიზნად ისახავს თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მარაგების მოძიებასა და ბუნებრივ გაზზე საერთო მოთხოვნის შემცირებას.

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ იმუშავებს პარტნიორებთან ერთად, რათა 2022 წელს ევროპას მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი გაზი მიაწოდოს.

"როგორც იცით, ჩვენ ვაპირებთ რომ შევამციროთ დამოკიდებულება რუსულ გაზზე და საბოლოო ჯამში, საერთოდ უარი ვთქვათ მასზე. ეს მიიღწევა პირველ რიგში განახლებად ენერგიაში ინვესტიციების ჩადებით, ასევე, დამატებითი გაზის მიწოდებით. ჩვენ, ევროპელებს გვსურს მოვახდინოთ დივერსიფიკაცია და გადავიდეთ ისეთ მომწოდებლებზე, რომლებიც სანდო მეგობრები არიან", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ უნდა დაეხმაროს ევროპას, რათა შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ გაზზე რაც შეიძლება სწრაფად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი