აზოვის ბატალიონის ჯარისკაცი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მარიუპოლი მუდმივად იბომბება. მისი თქმით, მთელი მსოფლიო ახლა რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს აკვირდება.
"მივმართავ დასავლეთს, რომელმაც აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკით დაუშვა ეს ხოცვა-ჟლეტა უკრაინაში. ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული ქვედანაყოფი ფაშისტებად და ნაცისტებად შერაცხეს რუსული ფულით, ამიტომ ჩვენ აგვეკრძალა იარაღის მიღება და ნატო-ს ინსტრუქტორებთან სწავლება, ჩვენი სოციალური ქსელები კი დაიბლოკა. ამის მიუხედავად, ახლა მსოფლიო უყურებს აზოვის პოლკის ბრძოლას უკრაინის გმირის, მაიორი დენის პროკოპენკოს ხელმძღვანელობით და პოლკის ჯარისკაცები აჩვენებენ პროფესიონალიზმისა და გმირობის საოცრებებს", - ამბობს ის.
მისივე თქმით, რუსი სამხედროები ომის ყველა წესს არღვევენ და ანადგურებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია.
"ეს ბარბაროსები იჭერენ უბრალო ადამიანებს და იძულებით მიჰყავთ რუსეთში, სადაც ჩამოართმევენ დოკუმენტებს და აგზავნიან სამუშაოდ აგრესორი ქვეყნის ჩრ და აღ რეგიონებში, ეს ხომ ჰიტლერის გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებს თუ სტალინური რეჟიმის გულაგებს ჰგავს. ოკუპანტები იმდენად დაბლა დაეცნენ თავიანთ ქმედებებში, რომ დაიკავეს ეკლესია, სადაც ადგილობრივები იმალებოდნენ და იქიდან იბრძვიან", - თქვა მან.
სამხედრო ამბობს, რომ მარიუპოლი უკრაინაა და ისინი ქალაქის დაცვას აგრძელებენ.