თბილისი - იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წელს გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ? - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო გრიგორი კარასინის განცხადებას.
ნიკოლენკო ტვიტერზე ქართულად წერს:
"რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდას“ დაპირდა. თბილისი - იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წელს გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?"