რუსებს დატყვევებული ჰყავთ 14 ქალაქის მერი | ვერეშჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა 14 მერი დაატყვევეს.

ამავდროულად, ვერეშჩუკმა განმარტა, რომ რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ პატიმრების გაცვლა მოხდეს მხოლოდ პარიტეტული პირობებით.

„რუსეთი ითხოვს პარიტეტს, ამბობენ, მესაზღვრეებს გავცვლით მესაზღვრეებში, მეზღვაურებს მეზღვაურებში და მაქვს ლოგიკური კითხვა: ვისში გაცვლიან მერებს, რომელთაგან უკვე 14 მძევლად ყავს რუსეთს? ვმუშაობთ ამ საკითხზე. ეს საკითხი საერთაშორისო დონეზეა დაყენებული“, - ნათქვამია ვერეშჩუკის განცხადებაში.

BBC-ის ცნობით, 21 მარტს, რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ ცხრა რუსი პატიმარი გაცვალეს მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი