მარიუპოლში თეატრის დაბომბვის შოკისმომგვრელი შედეგი. დღეს შენობის ნანგრევებში მაშველებმა 300-მდე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ეს არის ყველაზე საზარელი თავდასხმის უმძიმესი შედეგი. ერთი თვის განმავლობაში ბლოკადაში მოქცეულ ქალაქში ვითარება ყოველწუთიერად მძიმდება. საოკუპაციო ძალების მუდმივი იერიშების ფონზე მოსახლეობას უკვე საკვებისთვის და წყლისთვის უწევს ბრძოლა.
გრძელი რიგები ჰუმანიტარული დამარების პუნქტებთან და ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით. ასევე მძიმე მდგომარეობაა კიევის მისადგომებთან. შეტაკებები მთელი დღისა და ღამის განმავლობაში არ წყდება. თუმცა უკრაინულმა არმიამ კვლავ მოიპოვა უპირატესობა და დედაქალაქის ოლქის რამდენიმე ქალაქი და დასახლება პუტინის არმიისგან გაათავისუფლა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი