"არანაირი კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობაზე... გვჭირდება ორი რამ: მეტი სანქციები და მეტი სამხედრო დახმარება უკრაინას" - კულება

გამოქვეყნდა:

"მოლაპარაკებებში კონსენსუსი ჯერ არ არის" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. წერს, რომ წინსვლისთვის ორი მთავარი რამ არის საჭირო - მეტი სანქცია რუსეთს და სამხედრო დახმარება უკრაინას. 

"მოლაპარაკებებში კონსენსუსი ჯერ არ არის. უკრაინის პოზიცია ნათელია: ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტიები, არანაირი კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობაზე. მაგრამ რუსეთი აყენებს ულტიმატუმებს. უფრო კონსტრუქციული მიდგომის სტიმულირებისთვის ჩვენ გვჭირდება ორი რამ: მეტი სანქციები და მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის" - წერს კულება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი