NYT-ის ჟურნალისტების ცნობით, რუსები ხერსონს სრულად აღარ აკონტროლებენ

გამოქვეყნდა:

ამერიკული გაზეთის New York Times-ის ჟურნალისტები პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერენ, რომ უკრაინის არმია ამ წუთებში ცდილობს, დაიბრუნოს ხერსონი და რუსები, როგორც ჩანს, აღარ აკონტროლებენ ქალაქის არცერთ ნაწილს.

"რუსეთი სრულად აღარ აკონტროლებს ხერსონს, ეს პირველი დიდი ქალაქია, რომელიც რუსეთმა ომში დაიპყრო",- წერს ევან ჰილი

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა რაკეტებით ვინიცის რაიონი დაბომბეს - ინფორმაციას უკრაინული მედია რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საჰაერო ძალების სარდლობამ მოგვიანებით განმარტა, რომ დაბომბვა მოხდა დაახლოებით 16:30 საათზე. ოკუპანტებმა რაიონულ ცენტრში სარდლობის ტერიტორიას ცეცხლი გაუხსნეს.

"სულ ოკუპანტებმა ექვსი საკრუიზო რაკეტა გაუშვეს. ზოგიერთი მათგანი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის შენობაში. დანარჩენი მოხვდა რამდენიმე შენობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას. ოკუპანტების სარაკეტო დარტყმის შედეგები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 16 მარტს, დილით, რუსმა ოკუპანტებმა ვინიცაში, სატელევიზიო ანძას ცეცხლი გაუხსნეს, ქალაქში მაუწყებლობა დროებით არ მუშაობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი