საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაესაუბრება და მასთან მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პირობებს განიხილავს. ამის შესახებ მან პარასკევს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, ის უკვე ესაუბრა მარიუპოლის მერს და ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის თურქეთთან და საბერძნეთთან ერთად განხორციელდება.
ელისეს სასახლეში პრესკონფერენციის შემდეგ დააზუსტეს, რომ მოლაპარაკების დროს საფრანგეთი რუსეთს მარიუპოლის ალყის მოხსნას მოსთხოვს.