უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე პირველ რიგში საუბარი სანქციებს შეეხო და როგორც მან აღნიშნა, დააყენა რუსეთისთვის პორტების დახურვის მოთხოვნა:
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იყო საუბარი სანქციებზე. ახლახან აშშ-მა მიიღო სანქციები, მაგრამ ჩვენ უკვე ვმუშაობთ ახალ სანქციებზე. და მე დავაყენე რუსეთის პორტების დახურვის საკითხი - ამერიკული და ევროპული პორტების, რუსული გემებისთვის და ტვირთებისთვის.
ინდივიდუალური სანქციების გამოყენება: "არა მხოლოდ რუსი ოლიგარქების, არამედ პუტინის ახლო წრის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის ყველა პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ, რადგან ისინი ყველა მისი აგრესიული მანქანის ნაწილია", - თქვა კულებამ.
კულებას განცხადებით, შეთანხმდნენ როგორ და რომელ ქვეყნებთან იმუშავებენ იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლა რუსეთმა ვერ მოახერხოს:
„ჩვენ მკაფიოდ შევთანხმდით იმაზე, თუ როგორ და რომელ ქვეყნებთან ვიმუშავებთ, რომ ისინი არ გახდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ სანქციების გვერდის ავლის სივრცე. ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სანქციების გამოყენება, არამედ რუსეთის გვერდის ავლის გზების მოკვეთაც" აღნიშნა კულებამ და თქვა, რომ რუსეთი ახლა არის "სანქციების ქვაბში"
ჯო ბაიდენი პოლონეთში უკრაინელ მინისტრებს ცოტა ხნის წინ შეხვდა.