შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინელ ოჯახს შეხვდა, რომლებიც იძულებული გახდნენ, რომ რუსეთის აგრესიის გამო, ქვეყანა დაეტოვებინათ.
ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც ბაიდენს ესაუბრა თქვა, რომ ის პოლონეთში ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა მისი მეუღლე და ვაჟი საბრძოლველად უკრაინაში დაბრუნდნენ.
"უკრაინელი დედები მზად არიან [პუტინი] შიშველი ხელებით დაახრჩონ",- უთხრა მან ბაიდენს.
ბაიდენმა პატარა გოგოსთან ერთად სელფიც გადაიღო: "მინდა სახლში წავიყვანო",-თქვა მან.
"მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ ყველანი მამაცები ხართ",- უთხრა აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინელ ლტოლვილებს.
ფოტო: ევან ვუჩი/AP