რუსი სამხედროების მიერ გატაცებული უკრაინის ქალაქ სლავუტიჩის მერი გაათავისუფლეს.
"სლავუტიჩის გატაცებული მერი თავისუფალია. ქალაქში რუსების წინააღმდეგ გამოსვლები გრძელდება",-წერია პარტია "ხალხის მსახურის" განცხადებაში.
ამ დრომდე რუს სამხედროებს 14 მერი ჰყავდათ დატყვევებული. ამის შესახებ გუშინ, 25 მარტს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.